ლეოპოლდ II – „ეპიზოდი”

უმკაცრესი კოლონიალური მმართველობით გამორჩეული ბელგიის მეფე - ლეოპოლდ II (1835-1909 წლები), ერთ-ერთ ინგლისელ დიდებულთან გამართული დიალოგის პროცესში მოსამსახურეების თემატიკასაც შეეხო. (ავტორი გენია.ჯი) დიდგვაროვანმა უცხოელმა სტუმარმა ამ შემთხვევით ისარგებლა და უსაშველო თავის ქებას მოჰყვა, ესაო და, უამრავი ლაქია მემსახურებაო. „იცით თუ არა, თქვენო უდიდებულესობავ, რომ მე სპეციალური ლაქიაც კი მყავს გამოყოფილი, რომლის ერთადერთი მოვალეობა ყალიონის თამბაქოთი გაწყობაა მხოლოდო”, – ამაყად განუცხადა მან ლეოპოლდს. „ – ეს არაფერია, – გაეპასუხა მონარქი სტუმარს, – ამ საქმისათვის მე ოთხი მოსამსახურე მყავს გამოყოფილი: ერთ მათგანს ყალიონი მოაქვს, მეორე მას თამბაქოთი აწყობს, მესამე გაწყობილ ყალიონს ცეცხლს უკიდებს…”

„ – მეოთხე?” – დაინტერესდა უცხოელი.

„ – მეოთხე მათგანი კი თამბაქოთი გაწყობილ ყალიონს ეწევა, რადგან მე თავად არ გახლავართ მისი მომხმარებელიო”, – უპასუხა ლეოპოლდმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>