ერნესტ ჰემინგუეი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ნობელიანტი ამერიკელი მწერალი - ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961 წლები), ნადირობაზე პათოლოგიურად შეყვარებული პიროვნება იყო (განსაკუთრებით ეგზოტიკურ ცხოველებზე ნადირობა იტაცებდა მას), რა მიზნითაც ხშირად სტუმრობდა აფრიკის „შავ” კონტინენტს. (ავტორი გენია.ჯი) მისი ნადირობისადმი ტრფობა კარგად იყო ცნობილი საზოგადოებისათვის. შედეგად, ლიტერატორს ხშირად უხდებოდა ხოლმე აღნიშნული საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. ერთხელ „ნისლიან ალბიონზე” სტუმრობის ჟამს, ნადირობაში დიდი გამოცდილების მქონე ერნესტს ერთ-ერთმა ცნობისმოყვარემ ჰკითხა: „ – მართალია თუ არა ის, რომ ადამიანს, ვისაც ხელში კოცონით აგიზგიზებული ჩირაღდანი უჭირავს, ლომი თავს არ ესხმისო?” – რაზედაც ჰემინგუეიმ შემდეგი პასუხი გასცა: „ – ეს იმაზეა დამოკიდებული, მეგობარო, რა სისწრაფით მიაქანებს იგი ჩირაღდანსო”. – (ავტორი გენია.ჯი)