ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი-მუსიკოსი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791 წლები), ბილიარდის თამაშზე ფანატიკურად შეყვარებული ხელოვანი გახლდათ. ამიტომაც ედგა სახლში ბილიარდის ძვირადღირებული მაგიდა. მისი ბიოგრაფების მტკიცებით, ამ სამაგიდო თამაშს ვოლფგანგი აღმერთებდა და ძირითადად ფულზე თამაშობდა. (ავტორი გენია.ჯი) თანაც ერთობ დიდ ფულზე. ცნობილია, რომ სახელოვან მუსიკოსს ერთ კონცერტში ყველაზე მცირე – 500 გულდენს უხდიდნენ გასამრჯელოდ. სტატისტიკოსთა გამოთვლებით, იმ პერიოდში ეს თანხა ნებისმიერ ხუთ სულიან ოჯახს უნდა ჰყოფნოდა საარსებოდ ერთი თვის განმავლობაში, თუმცა არ ჰყოფნიდა მოცარტს, რადგან იგი ძალიან ხშირად აგებდა უზარმაზარ თანხებს ბილიარდში. შედეგად, აზარტული ხელოვანი მუდმივად ვალებში იყო ჩაფლული და ყოველთვის უფულობაზე ჩიოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>