ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
„მსოფლიო მიზიდულობის კანონის” გენიალურ ინგლისელ ავტორსა და კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს – ისააკ ნიუტონს (1642-1727 წლები), ერთი უჩვეულო ფობია ახასითებდა. კონრეტულად, რომ ვთქვათ, ეს უდიდესი მეცნიერი „ამაკსოფობიით” გახლდათ შეპყრობილი. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, ისააკს საშინლად ეშინოდა ცხენშებმული კარეტით მგზავრობისა. არადა, როგორია, იმ პერიოდში ხომ ყველაზე გავრცელებულ, სწრაფ და მოხერხებულ გადასაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებას სწორედ კარეტები წარმოადგენდნენ?! შედეგად, ინგლისელი სწავლული იძულებული ხდებოდა რიგ შემთხვევებში კარეტის მომსახურებით მაინც ესარგებლა. ყოველ ასეთ შემთხვევაში კი, შიშისაგან გამოწვეული ემოციის გამოისობით, კარეტის შიგთავსში მყოფი ისააკი ხელებით კარეტის ორივე კარზე იყო ჩაფრენილი მთელი მგზავრობის განმავლობაში.
ამბობენ, ამაკსოფობიისაგან ნიუტონი არასოდეს არ განკურნებულაო. – (ავტორი გენია.ჯი)