ოტო ფონ ბისმარკი – „ეპიზოდი”
ჭირვეული ხასიათით გამორჩეული ლეგენდად ქცეული გერმანიის პირველი კანცლერი – ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წლები), ვინაც ჭირვეულივე მიდგომებით გამოირჩეოდა კვების საკითხებშიაც, პირადი ექიმის – ერნსტ შვენინგერის მითითებით გარკვეული ხნის განმავლობაში მკაცრ დიეტაზე იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) დიეტამ თავისი შედეგები მოიტანა – ბისმარი ერთობ დასუსტდა და მისი ფიზიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა (გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიეტის დასრულებისთანავე ოტოს ოთხ ლიტრამდე რძე დაულევია). თუმცა ეს კიდევ არაფერი… იგი იმდენად გაუხარებია აღნიშნულ მოვლენას, რომ არაჩვეულებრივი მასშტაბების მქონე მდიდრული ნადიმიც კი გაუმართავს, სადაც კარგ და მსუყე კერძებს მონატრებულს ზედმეტად დიდი რაოდენობით მიურთმევია როგორც კერძები, ასევე ალკოჰოლური სასმელები. ბისმარკის მიერ გამართულ ამავე ნადიმს ესწრებოდა კანცლერის პირადი ექიმიც – ერნსტ შენინგერი, ვისაც საკუთარ დღიურში მეტად მტრავლისმეტყველი ჩანაწერი დაუტოვებია იმ დღეს: „ნამდვილად სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ არ შეუძლია დიდ ადამიანს თავის პატარა სისუსტეებზე გამკლავებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)