სიმონეტა ვესპუჩი – „ეპიზოდი”
ფლორენციული რენესანსის ეპოქის პირველ ლამაზმანად აღიარებული მდიდარი გენუელი ვაჭრის უმშვენიერესი ქალიშვილი – სიმონეტა კატანეო (1453-1476 წლები), ვინაც შემდგომში მეუღლის – ვესპუჩის გვარის მიიღო და, ვისაც თავისი სწორუპოვარი სილამაზის გამო თიკუნად – „შეუდარებელიც” კი უწოდეს, იმთავითვე განსაკუთრებული შურის ობიექტად იყო თავისი სქესის წარმომადგენლებში. (ავტორი გენია.ჯი) სანდრო ბოტიჩელის უმთავრეს მუზად ქცეული ქმარშვილიანი ქალის შესახებ შემდეგი მოსაზრება ფუსირებდა ხალხში – „არ არსებობს მამაკაცი, ვისაც იგი არ უყვარს პლატონურად და არ არსებობს ერთი ქალიც კი, ვინც შურისა და ბოღმის გამო, აღფრთოვანებული იყოს მისი ჯადოსნური მშვენიერებითო”. ბოტიჩელის გარდა, ამერიგო ვესპუჩის შორეულ ნათესავზე დაქორწინებულ ქალს ეტრფოდნენ ჯულიანო მედიჩი, ლორენცო მედიჩი… ის კი არადა, მას საკუთარი მაზლებიც კი ჰყვარობდნენ მალულად და პლატონურად.
მორცხვი და მორიდებული გენიოსი მხატვრის განუზომელი სიყვარულის გრძნობა სიმონეტასათვის შეუმჩნეველი დარჩა სამარადჟამოდ… ისევე ბოტიჩელის სიმორცხვისა და მორიდებულობის დამსახურებით. სამწუხაროდ, გოგონა სულ რაღაც ოცდასამიოდე წლის ასაკში ემსხვერპლა ტუბერკულიოზს. მის დაკრძალვაზე მყოფი საზოგადოება მოგვიანებით ირწმუნებოდა – სიკვდილის შემდგომ სიმონეტას სახე კიდევ უფრო მშვენიერი და მიმზიდველი გაუხდა, ვიდრე სიცოცხლის ჟამს ჰქონდაო. – (ავტორი გენია.ჯი)