რაფაელი – „ეპიზოდი”
მაღალი აღორძინების ეპოქად წოდებული პერიოდის იტალიაში „ძიძების ინსტიტუტი” ფართოდ იყო დანერგილი არისტოკრატთა ცხოვრებისეულ პრაქტიკაში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში მოევლინა ქვეყნიერებას – რაფაელ სანტი (1483-1520 წლები), ძე ჯოვანი სანტისა. (ავტორი გენია.ჯი) ეს უკანასკნელი ურბინოს ჰერცოგის – გვიდობალდო და მონტეფელტროს სასახლის კარის მხატვარი გახლდათ და შესაბამისად, მაღალ სოციალურ საფეხურზეც იმყოფებოდა. სოციალური სტატუსი სოციალურ სტატუსად და, სანტების ოჯახი ფინანსურ სიძნელეებსაც არ განიცდიდა ვაჟიშვილის დაბადების ჟამს. მიუხედავად ამისა, ჯოვანიმ არისტოკრატებში ეგზომ დამკვიდრებულ პრაქტიკას ყველასდა გასაკვირად, იმთავითვე გვერდი აუარა: მან უარი განაცხადა ძიძის მომსახურებაზე და საკუთარი მეუღლე – მარჯი ჩარლა აიძულა თავად გამოეკვება საკუთარი მკერდით ყრმა რაფაელი. გარდა ამისა, მან ლაქიათა სამსახურზეც კატეგორიულად თქვა უარი. აქაც ჯოვანიმ თავის ცოლს მოსთხოვა დაჟინებით, პირადად ეზრუნა საკუთარ შვილზე. შესაბამისად, რაფაელის აღზრდაში, იმ პერიოდის სხვა არისტოკრატი ბავშვებისაგან განსხვავებით, მხოლოდ და მხოლოდ მშობლებს ჰქონდათ უშუალო მონაწილეობა მიღებული.
საგულისხმოა, რომ ჯოვანის ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა გაამართლეს და მერე როგორ?! – (ავტორი გენია.ჯი)