ანატოლ ფრანსი – „ეპიზოდი”
დიდებული ფრანგი მწერალი - ფრანსუა ანატოლ ტიბო (1844-1924 წლები), იგივე – ანატოლ ფრანსი, ვისმა აღიარებამაც 1920-იან წლებში მსოფლიო მასშტაბებს მიაღწია, სხვა ბევრი კოლეგის მსგავსად (მათ შორის საგულისხმოა ჩვენი გალაკტიონიც), ერთი საინტერესო თვისებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) პარიზელი მწერალი წერდა ყველაფერზე, რაც კი ხელში მოჰყვებოდა. მათ შორის, ფრანსის რიგი ნაწარმოებების ეპიზოდები იწერებოდა სალფეთქებზე რესტორანში ყოფნის ჟამს, ძველი საფოსტო ბარათების გარეკანებზე და ასე შემდეგ. ის კი არადა, მუზამოსული ლიტერატორი ხანდახან სერიოზული სახის დოკუმენტებზეც კი არ ერიდებოდა თავისი შედევრების დაწერას. – (ავტორი გენია.ჯი)