იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”

ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ ლიტერატორსა და მოაზროვნეს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წლები), სხვა მრავალი ცნობადი ადამიანის მსგავსად, მრავალი უცნაურობა ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: უკვდავი „ფაუსტი”-ს ავტორს რატომღაც საშინლად სძულდა ძაღლების ყეფა; ვერ იტანდა ნიორის სუნს, თამბაქოს კვამლს და ადამიანებს სათვალეებში… ყველაზე მეტად კი მას მაინც – „ორპირი ქარი” თრგუნავდა, რასაც ასე თავგამეტებით გაურბოდა იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში. „გამკრავი ქარი”-ს მიმართ იოჰანს მანიაკალური შიში გააჩნდა! და მიუხედავად ამისა, სწორედ გაცივებას ემსხვერპლა გერმანული ლიტერატურის მეტრი. ყოველივე ამის ფონზე ნიშანდობლივია, რომ მისი უკანასკნელი სიტყვებიც, რომელიც გოეთეს ახლობელთა ყურს მისწვდა მომაკვდავისაგან, „ორპირ ქართან” იყო დაკავშირებული: „გთხოვთ, დახურეთ ფანჯარა!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>