ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული რუსი მწერალი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები), თავისუფალ დროს ჩექმების კერვით იქცევდა თავს. მის მიერ შეკერილ ჩექმებს, რომლებიც არც თუ ისე კარგი ხარისხით გამოირჩეოდნენ, შემდგომ იგი ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს ჩუქნიდა დიდსულოვნად. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის, ერთი წყვილი ჩექმა მწერლის სიძესაც ხვდა წილად. ტოლსტოის უფროსი ქალიშვილის – ტატიანას მეუღლე – მიხეილ სუხოტინი თავის მემუარებში იგონებდა, რომ სიმამრისაგან ნაჩუქარი ჩექმებით სარგებლობა ზემოთ განმარტებული გარემოების გამო, ძალიან რთული იყო, რის შედეგადაც მხოლოდ ორი დღის განმავლობაში სარგებლობდა ტოლსტოის საჩუქრით. მერე კი, სახელოვანი სიმამრის ნაჩუქარი ჩექმები, როგორც ძვირფასი სუვენირი, გაგიკვირდებათ და, წიგნების თაროზე გამოსაჩენ ადგილას შემოაწყო ტოლსტოის XII ტომისაგან შემდგარი წიგნების გვერდით და მას ფურცელზე დაწერილი ერთი სახუმარო შინაარსის მქონე წარწერაც მიაწება: „ტომი XIII. უკანასკნელი ნაწარმოები გრაფი ლევ ტოლსტოისა”.
მას შემდეგ, რაც სიძესთან სტუმრად მყოფმა ლიტერატორმა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ ჰქონდა დაკავებული მის მიერ შეკერილ ჩექმებს მისივე ნაწარმოებების გვერდით ადგილი, იგი ფრიად კმაყოფილი დარჩა. თუმცა კი, წიგნების თაროზე შემოდებული ჩექმების მისამართით იქვე შეუნიშნავს – „ასეთ შემთხვევაში ეს ჩემი საუკეთესო ნაწარმოებიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
მიხეილ სუხოტინი
ტატიანა სუხოტინა-ტოლსტაია