ალექსანდრე პუშკინი – „ეპიზოდი”
დეპრესიის ყოველი შემოტევის დროს, ალექსანდრე პუშკინს ერთი მეტად უჩვეულო და ახირებული თვისება ახასიათებდა. თავგადადკული დუელიანტი ლიტერატორი ასეთ შემთხვევაში ხელში იღებდა პირად დამბაჩას და სახლში მყოფი კედლებს მანამ ესროდა, სანამ დეპრესია სრულად არ გაუვლიდა. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად ირკვევა, რომ ალექსანდრე ამ მეთოდს ხშირად საწოლში მწოლიარეც კი მიმართავდა, რის გამოც „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული პოეტის სახლის კედლები მუდმივად დაცხრილული ყოფილა.
მოგვიანებით პუშკინმა დაწერა თხზულება, სახელწოდებით – „გასროლა”, სადაც ავტორმა თავისი უჩვეულო ხასიათი დეპრესიის შემოტევის დროს, ნაწარმოების მთავარ გმირში ჩადო. „ჰუსარი სილვიოს მთავარ სავარჯიშოსა და გასართობს იარაღიდან სროლა წარმოადგენდა. მისი ოთახის კედლები ყოველთვის დაცხრილული იყო ტყვიებით. იარაღის მდიდარი კოლექცია ერთადერთი ფუფუნება გახლდათ იმ ქოხისა, სადაც იგი ცხოვრობდაო”, – წერდა „გასროლა”-ში პუშკინი. – (ავტორი გენია.ჯი)
ილუსტრაცია თხზულებიდან – „გასროლა”