ფრიდრიხ ვილჰელმ I – „ეპიზოდი”
„დიდად” წოდებული ფრიდრიხ II ჰოეცოლერნის მამა, პრუსიის მეფე - ფრიდრიხ ვილჰელმ I (1688-1740 წლები), ვისაც ხალხი „მეფე-ჯარისკაცად” მოიხსენიებდა, საკუთარი ვაჟისაგან განსხვავებით, დიდი გონებრივი გამჭრიახობითა და სახელმწიფოს მართვის შესაბამისი უნარით არ გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა უამრავი უარყოფითი თვისებიდან, რომელიც პრუსიელ მონარქს ახასიათებდა, განსაკუთრებით მაინც ერთს გამოვყოფდი: ფრიდრიხს ძალიან უყვარდა თავისი ქვეშევრდომების – ხელჯოხით ცემა. თანაც დაუზოგავად… გარდა ამისა, მისი ბრძანებით პრუსიელ მოქალაქეებს დასვენებისა და ქალაქში სეირნობის უფლება მხოლოდ სადღესასწაულო და გამოსასვლელ დღეებში მიეცათ.
როდესაც ფრიდრიხი ბერლინის ქუჩებში გავიდოდა ხოლმე, ისედაც დაცარიელებული ქალაქის ქუჩები კიდევ უფრო იცლებოდა ხალხისგან. ხატვის მოყვარულ მეფეს ყველაზე მეტად თავს მაინც მამაკაცები არიდებდნენ. ისინი ამჯობინებდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში თვალში არ მოხვედროდნენ მას, თორემ ორი სახის სასჯელიდან ერთ-ერთს გარანტირებულად მიიღებდნენ: ან ხელჯოხებით იცემებოდნენ მონარქის მიერ, ან კიდევ სამხედრო სამსახურში იქნებოდნენ გაწვეულნი იძულების წესით. – (ავტორი გენია.ჯი)