ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
ალბათ ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის ლეგენდად ქცეული იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები) ისეთი საშიში დაავადებით იტანჯებოდა, როგორიც გახლავთ – „ატრიოვენტრიკული ბლოკადა”, რომელსაც ასევე „გულის ბლოკადადაც” მოიხსენიებენ ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ავადმყოფობას ყოველთვის იწვევს გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხება ან შეწყვეტა. შედეგად, „გულის ბლოკადა” დიდი საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლისათვის.
ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის გული წუთში საშუალოდ – 60-90-ჯერ ცემს. აი, ნაპოლეონის გული კი „ატრიოვენტრიკული ბლოკადის” გამოისობით ძალიან ნელა ცემდა: სულ რაღაც – 40-ჯერ წუთში. ასეთი დაავადების შემთხვევაში ადამიანისათვის მიუღებელია ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა და ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრა… პირველ მათგანს ბონაპარტი მართლაც რომ გაურბოდა, მეორეს კი მის ბობოქარ ცხოვრებაში მრავლად ჰქონდა ადგილი, რადგან ეს ხომ მისი ბედისწერით იყო განსაზღვრული იმთავითვე.
ყოველივე ამის ფონზე მართლაც რომ გასაოცარია, თუ რაოდენ დიდ წარმატებას მიაღწია კორსიკელმა მხედართმთავარმა ბრძოლის ველებსა და პოლიტიკურ ასპარეზზე. – (ავტორი გენია.ჯი)