ლადო ასათიანი – „წარწერა ერთი სამარის ქვისა”

ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,

ლაჟვარდებიდან რომ იყურები,

ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს,

ამაზრზენი და განუკურნელი, -

ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს

და მოიხადო, როგორც სახადი,

ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,

ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი:

თუ მეცნიერის გონების ღონემ

უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, -

მაშინ მომნახე და მომიგონე

სამარადისოდ მიწად ქცეული!

 

კომენტარის დატოვება