კეროლ ენ დაფი – „სამეფო კარის პოეტი”
2009 წელს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერისა და დედოფალ – ელისაბედ II უინძორის უშუალო რეკომენდაციებით, „სამეფო კარის პოეტის” საპატიო ტიტულით ცნობილი შოტლანდიელი პოეტი ქალი – კეროლ ენ დაფი აღიჭურვა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ უკანასკნელი 350 წლის განმავლობაში კეროლი გახდა პირველი ქალბატონი, ვისაც ასეთი დიდი პატივი ხვდა წილად ბრიტანულ სამეფო კარზე. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფემინისტური მსოფლმხედველობით გამორჩეული დაფი აშკარა ლესბოსელია, რასაც თავის დროზე სულაც არ შეუშლია ხელი, გამხდარიყო – „სამეფო კარის პოეტი” ანუ „პოეტი-ლაურეატი”, როგორც მას ოფიციალურად მოიხსენიებენ გაერთიანებულ სამეფოში.
ხელფასის სახით, კეროლი ტრადიციისამებრ – 5 750 ფუნტ-სტერლინგს იღებს ყოველწლიურად. გარდა ამისა, ყოველწლიურადვე ეძლევა საჩუქარი ერთი კასრი ღვინო – ხერესი, რომელიც თავის მხრივ, ანდალუსიაში (ესპანეთში) მოყვანილი თეთრი ყურძნისაგან მზადდება. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში „სამეფო კარის პოეტის” საპატიო მოვალეობებს „ნისლიან ალბიონზე” აღასრულებდნენ ისეთი სახელოვანი პერსონები, როგორებიც იყვნენ – ჯეფრი ჩოსერი, ბენ ჯონსონი, ჯონ დრაიდენი და უილიამ უოდსვორტი.