იმანუელ კანტი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე - იმანუელ კანტი (1724-1804 წლები), მის მიერვე მკაცრად განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევდა საკვებს… კერძოდ, – საუზმეს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი, ყოველი მისი ტრაპეზი სტუმრების თანდასწრებით იმართებოდა უცილობლად… სტუმართა რაოდენობა არანაკლებ 5-ითა და არაუმეტეს 9 კაცით განისაზღვრებოდა. ალკოჰოლურ სასმელებს ახალი დროების დასავლური ფილოსოფიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი არ ეტანებოდა. ძირითადად მიირთმევდა ჩაისა და ყავას. მიუხედავად გამხდარი გარეგნობისა, კანტი შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. იგი თითქმის არ ავადმყოფობდა და იმ პერიოდისათვის მართლაც რომ ხანდაზმულ ასაკს – 79 წელს მიაღწია.
გარდა სხვა უამრავი უცნაური თვისებისა, იმანუელს ერთი უჩვეულობაც ახასიათებდა: ლექციის მიმდინარეობის დროს მას ჩვევად ჰქონდა ერთი, რომელიმე სტუდენტის ამორჩევა, რომელსაც შემდგომ მთელი ლექციის განმავლობაში არ აშორებდა თვალს. ერთხელ იმანუელმა შეამჩნია, რომ მის მორიგ „ამორჩეულ” სტუდენტს, ვისზედაც თვალი ჰქონდა გაშტერებული მას, ღილი აკლდა ფრაკზე. აღნიშნულ გარემოებას იმდენად დაუბნევია ეს პედანტი კაცი, რომ ლექციაც კი შეუწყვიტავს გონებაარეულს. – (ავტორი გენია.ჯი)