ჯემალ ჩახავა – „ეშმაკისეულთ”

ასეა, რა ვქნათ, ვეძებთ სიამეს,

როგორც სოკოებს ტყეში ბავშვები,

გაჩენის დღიდან ადამიანებს

კატა-თაგვობას გვეთამაშები.

* * *

ცდუნების გზაზე იები ხარობს,

ისმის გალობა, ჭიკჭიკი მერცხლის,

ამოუყრია უწმინდურ წყაროს

ღალატისათვის კუთვნილი ვერცხლი.

კომენტარის დატოვება