ძველი საბერძნეთი – „ეპიზოდი”
ანტიკური ხანის საბერძნეთში ყოველთვის სასტიკი განსჯის საგნად იყო ქცეული ბერძენი მამაკაცის მიერ ქმარშვილიანი თანამემამულე ქალის ცთუნება… მასზე სექსუალური ძალადობა. ელინელ მამაკაცებს უფლება ჰქონდათ „ახლო ურთიერთობა” დაემყარებინათ მონა-ქალებთან, მეძავებთან, უცხოელებთან… და არამც და არამც დაოჯახებულ, თავისუფალ ბერძენ ქალბატონებთან. (ავტორი გენია.ჯი) მას, ვინც აღნიშნულ წესს გადავიდოდა, დიდი და ბევრი უსიამოვნებები ელოდა წინ. მრუშობაში დადანაშაულებული მოქალაქე ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე სახის დასჯას ექვემდებარებოდა. თუკი ბრალდებულს დაზარალებულისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა არ აღმოაჩნდებოდა, ცთუნებული ქალის ქმარს უფლება ეძლეოდა საჯაროდ მოეწვა გავარვარებული ნაკვერჩხლის გამოყენებით დამნაშავისთვის გენეტალიებსა და ანუსზე არსებული თმები. უფრო გასაგებად რომ ვთვათ, მოეხდინათ ინტიმური ადგილების დეპილაცია. შეურაცხყოფილი ქმარი არც იმისთვის ისჯებოდა, თუ იგი მისი სიწმინდის შემლახავს მოკლავდა ან დაასაჭურისებდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დამნაშავეები თავად ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი მათი მხრიდან.
თუმცა, არსებობდა სხვა, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი სასჯელიც, რომლის სახელწოდება გახლდათ – „რაფანიდოზი”. აღნიშნული სასჯელის თანახმად, სხვისი ცოლის მაცთუნებელ მამაკაცს, რომელიც უკვე სრულად იყო „გაპარსული” გავარვარებული ნაკვერჩხლით (რაც ძალიან მტკივნეული პროცესი გახლდათ), ძალადობრივად უსვამდნენ ანუსის ხვრელში ისეთ შხამიან თევზს ბასრ-წვეტიანი ეკლებით, როგორიც გახლავთ შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში გავრცელებული – ოქროსფერი სკორპენი. „რაფანიდოზი”-ს უმტკივნეულესი მეთოდით ადამიანების დასჯა დეტალურად აქვს თავის დროზე გადმოცემული დიდ ძველ ბერძენ პოეტს – ანაკრეონტს.
მრუშობაში ბრალდებული პირის ასეთი საშინელი სახით დასჯის მიზანი მარტო შურისძიება არ გახლდათ. იგი ასევე დამნაშავის უკიდურესად დამცირებასაც ითვალისწინებდა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინტიმური ადგილების დეპილაციის პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ ქალებში იყო დანერგილი იმ პერიოდის ელადაში. შედეგად, იმ მამაკაცებს, რომელთაც ზემოაღნიშნული სასჯელი ჰქონდათ „მოხდილი”, ისეთივე საძაგელი რეპუტაცია გააჩნდათ, როგორც როსკიპ ქალებს. ამიტომაც მოიხსენიებდნენ მათ – „როსკიპ-მამაკაცებად”. – (ავტორი გენია.ჯი)
ოქროსფერი სკორპენი