ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”
დაკვირვების შედეგად აღმოვაჩენთ, რომ საქართველოზე შეყვარებული სახელოვანი რუსი ფუტურისტი-პოეტი - ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930 წლები), მასზედ გადაღებულ არც ერთ ფოტოზე არ იღიმება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთადერთ სურათს, სადაც იგი გაღიმებული სახით არის წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ გარემოებას თავდაპირველად ერთი მნიშვნელოვანი რამ განაპირობებდა. ცნობილია, რომ უმშვენიერეს ქართულ ქალაქ – ბაღდათში ქვეყნიერებას მოვლენილ ლიტერატორს პატარაობიდანვე სტანჯავდა კბილებზე წარმოქმნილი პრობლემები. დროთა განმავლობაში, თამბაქოს მასიურმა მოხმარებამ მათი სავალალო მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ყველაფერთან ერთად, მაიაკოვსკის კბილებს ნიკოტინისაგან სიყვითლეც შეეპარა… ამიტომაც გამოიყურება ყველა მის ფოტოზე (იმ ერთადერთი სურათის გარდა) ვლადიმერი პირქუში და მკაცრი გამომეტყველებით. მას არამც და არამც არ სურდა ფართო საზოგადოებას საკუთარი თვალით ეხილა მაიკაოვსკის კბილების საშინელი მდგომარეობა.
სანამ ლილია ბრიკს გაიცნობდა, პოეტი საკუთარ პირის ღრუს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც იგი გაიცნო, ვლადიმერმა აშკარად შეიცვალა იმიჯი. რამდენიმე ხანში, იმავე ქალის უშუალო ძალისხმევით, პოეტმა კბილებიც შესაშურ მდგომარეობაში მოიყვანა პროფესიონალ სტომატოლოგთან. მიუხედავად ამისა, ფოტოების გადაღების ჟამს იგი კვლავაც პირვანდელივით პირქუშ გამომეტყველებას იღებდა. ერთხელ, ჰკითხა კიდეც ლილიამ, რატომ არიდებდა ღიმილს თავს ფოტოს გადაღების დროს, რაზეც რუსი ლიტერატორისგან შემდეგი პასუხი მოისმინა: „ – კბილები კი გავიკეთე, მაგრამ ძველი ჩვეულება შუბლშეკვრისა, მაინც ვერაფრით ვერ მოვიშალეო”. – (ავტორი გენია.ჯი)