ოსკარ უაილდი – „ეპიზოდი”
გვიანდელი ვიქტორიანული პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ირლანდიელი მწერალი და დრამატურგი – ოსკარ უაილდი (1854-1900 წლები), ამერიკის შეერთებულ შტატებს 1882 წელს ეწვია პირველად. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია, როდესაც ოკეანისგაღმა ქვეყანაში „ველური დასავლეთის” ეპოქა იდგა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოქალაქეებში, ჩვეულ მოვლენად იყო მიჩნეული. აღნიშნული ვიზიტის დროს, უაილდი კოლორადოს შტატში არსებულ პატარა ქალაქ – ლედვილშიც ჩავიდა, რომელიც თავის მხრივ, ყველაზე მაღალი მდებარეობით გამორჩეულია ქალაქია აშშ-ი. იგი ზღვის დონიდან – 3 082 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული.
ერთ დღეს, ლედვილში ჩასული ოსკარი ადგილობრივ კაზინო-სალონს ეწვია. იმ კაზინო-სალონს, რომელიც მოგვიანებით მწერალმა ერთობ ხატოვნად აღუწერა მკითხველს. მასში შესული უაილდი როიალზე დამკვრელი პიანისტის ზემოთ განთავსებულმა ერთმა მოზრდილმა და თვალშისაცემმა წარწერამ გააოგნა. წარწერამ, რომელმაც ირლანდიელ მწერალს კარგად გაათავითცნობიერებინა, თუ რას წარმოადგენდა ველური დასავლეთი სინამდვილეში: „არ ესროლოთ პიანისტს; იგი მაქსიმალურად ცდილობს დაუკრას ისე, როგორც შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)