სოლომონ მიხოელსი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი საბჭოთა მსახიობისა და რეჟისორის – სოლომონ მიხოელსის (1890-1948 წლები) შემოქმედების ერთ-ერთ განსაკუთრებულ თაყვანისმცემელს, სახელოვანი რუსი არტისტი ქალი – ფაინა რანევსკაია წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი გარდაცვალება ამ უკანასკნელმა ძალიან განიცადა თავის დროზე, რადგან მათ ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ. მოგვიანებით, ფაინა სოლომონთან გამართულ ერთ-ერთ საინტერესო დიალოგს ასე იგონებდა: „არსებობენ ადამიანები, რომლებშიაც ღმერთი ცხოვრობს; არიან ადამიანები, რომლებშიც ეშმაკი ცხოვრობს; არიან ისეთებიც, რომლებშიაც მხოლოდ ჭიები არიან დაბინავებულნი. თქვენში – კი დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ – ღმერთი ცხოვრობს!” – მთელი გულწრფელობით განუცხადა რანევსკაიამ მიხოელს, რაზედაც მისგან მეტად მრავლისმეტყველი პასუხი მიიღო – „ჩემში თუ მართლაც ღმერთი ბინადრობს, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი ჩემთან გადმოასახლესო”. – (ავტორი გენია.ჯი)