ლუი პასტერი – „ეპიზოდი”
თვითნასწავლი გენიალური ფრანგი მეცნიერი – ლუი პასტერი (1822-1895 წლები), ვის სახელთანაც დაკავშირებულია მიკრობიოლოგიის ფუძემდებლობა, გერმანელებისა და, ზოგადად, ყოველივე გერმანულის მიმართ, რბილად რომ ვთვათ, ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ ხატვის მოყვარული სწავლული ყოველ ჯერზე სანაგვეში ისროდა ფოსტის საშუალებით მისთვის გაგზავნილ გერმანულ ენაზე დაწერილ წიგნებს. ასეთ შემთხვევაში, მისი სიძულვილი იმდენად მაღალი იყო, რომ ალემანური ანბანით შედგენილ წიგნებს იგი მხოლოდ და მხოლოდ ორი თითით ეხებოდა პიწკად. „და თქვენ უნდა გენახათ, რაოდენ განუზომელი ზიზღით აღვსილი გრძნობით მოისროდა პასტერი მათ სანაგვეშიო”, – შენიშნავდა მოგვიანებით მეცნიერის ერთ-ერთი ახლობელი.
1868 წელს ლუის ტვინში სისხლი ჩაექცა. მაშინ იგი სულ რაღაც ორმოცდახუთიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. შედეგად, ფრანგი მიკრობიოლოგი ინვალიდად იქცა. წაერთვა მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი. ფაქტობრივად, პასტერი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს იმ პერიოდში. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მაინც მოახერხა გამოჯანმრთელება. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამის შემდგომ შესძლო ლუიმ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება. მათ შორის, შექმნა ციმბირის წყლულისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები.
როდესაც პასტერი გარდაიცვალა და მის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ ტვინის უდიდესი ნაწილი მეცნიერს საშინლად ჰქონდა დაზიანებული. ამის ფონზე მეტად განსაცვიფრებელია, რომ ყველა ის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ეგზომ დაზიანებული ტვინის მქონე კაცმა გააკეთა. – (ავტორი გენია.ჯი)