მირეი მატიე – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მომღერალი ქალი – მირეი მატიე, იმთავითვე დაკომპლექსებული გახლდათ თავისი დაბალი სიმაღლის გამოისობით. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ, როგორმე ტანი აეყარა, სიყმაწვილის წლებში იგი ფრენბურთითაც კი დაკავდა, თუმცა უშედეგოდ. დღეისათვის მისი სიმაღლე სულ რაღაც – 153 სანტიმეტრია და ფეხის ზომაც, შესაბამისად, ცეროდენა აქვს – 33.

ცნობილია ისიც, რომ მირეი მატიე ცხენების დოღთა განსაკუთრებული მოტრფიალეა და ხშირად ფსონებსაც ჩადის საბუკმეიკერო კანტორებში ამა თუ უმ ცხენის გამარჯვებაზე. წარმატების შემთხვევაში, ფრანგი მომღერალი ქალი მთელ მონაგებ ფულს საბავშვო სახლებს ურიცხავს ყოველ ჯერზე.

გარდა ცხენების დოღისა, მატიე ასევე თავგადაკლული კოლექციონერიც გახლავთ. იგი დღემდე აგროვებს ისეთი სახეობის ქვეწარმავალთა რიგის ცხოველებს, როგორიცაა – კუ. მირეი ასევე აგროვებს იმ ვარდების ფურცლებს, რომლებიც კი ოდესმე მიუძღვნიათ გენიალური ფრანგი მომღერალი ქალისათვის თაყვანისმცემლებს კონცერტების ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>