ტაილანდი – „ეპიზოდი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ ტაილანდის სამეფოში იმდენად ხშირად ხდება ხოლმე სახელმწიფო გადატრიალებები სამხედროების მიერ, რომ ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა ხუმრობით ეს საშინელი მოვლენა (სამხედრო გადატრიალება) – „სპორტის ეროვნულ სახეობადაც” კი გამოაცხადეს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ აღნიშნულ ქვეყანაში მარტო 1912 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, საერთო ჯამში, 21 სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა ჯარისკაცების მხრიდან. ტაილანდში სამხედრო გადატრიალებები შემდგომ წლებში იქნა დაფიქსირებული – 1912, 1917, 1932, 1933, 1939, 1947, 1948, 1949, 1951 წლის ივნისსა და 1951 წლის დეკემბრის თვეში, 1957, 1958, 1977 წლის მარტსა და 1977 წლის ოქტომბერში, 1981, 1985, 1991 და 2001 წლებში. ჯერ-ჯერობით უკანასკნელი სამხედრო გადატრიალება კი, ოდესღაც სიამის სამეფოდ წოდებულ ტაილანდში – 2014 წელს ქვეყნის სამეფო-სამხედრო ძალების ოდიოზი გენერლის – პრაიუთ ჩან-ოჩას ხელმძღვანელობით განხორციელდა. იგი პრემიერის პოსტს 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე ინარჩუნებს. – (ავტორი გენია.ჯი)