Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„დედაკაცის სრული ანტიპოდი, – მამაკაცი სწავლობდა ქალის ფსიქოლოგიას. მხოლოდ ის ეწეოდა მეცნიერულ კვლევა-ძიებას ამ საკითხზე… არასდროს, მშვენიერთა სქესის არც ერთ წარმომადგენელს ქალის ფსიქოლოგია არ შეუსწავლია, ერთი წიგნი არ დაუწერია… ამიტომ ამ პრობლემის განხილვის დროს ჩვენ მოკლებული ვართ იმ სიმართლეს, რასაც პირვანდელი წყარო მოგვცემდა, რასაც მთავრი მოწმე გვეტყოდა… ჩვენ კი იძულებული ვართ დავენდოთ მოპირისპირე მხარეს, მამაკაცის ნაგრძნობ-ნაფიქრალს… მამაკაცი კი ქალის ფსიქიკაზე, ქალის გრძნობებსა და განცდებზე თავისი სქესის თვალსაზრისით მსჯელობს.
ამ პირობებში, რა თქმა უნდა, დედაკაცის ნამდვილი სულიერი სამყარო ჩვენთვის ჯერ ისევ გაუგებარია. ცხრაკლიტური ადევს ქალის სულიერ სამყაროს!
ამიტომაც არის მისი შინაგანი ბუნება ჩვენთვის უცნობი და შეუსწავლელი ტერა-ინკოგნიტა დღემდე!”