ლიხტენშტეინის სამთავრო – „ეპიზოდი”
დასავლეთ ევროპაში არსებული ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ჯუჯა სახელმწიფო – ლიხტენშტეინის სამთავრო ევროპის კონტინენტზე, მსოფლიოს მასშტაბით კი განვითარებულ ქვეყნებს შორის უკანასკნელი გახლდათ, რომელშიაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად დართეს ქალბატონებს. (ავტორი გენია.ჯი) 1984 წელს ლიხტენშტეინში ჩატარებულმა რეფერენდუმმა ადგილობრივ ქალბატონებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა არჩევნების ჟამს. საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეფერენდუმში მონაწილეობა, გასაგები მიზეზების გამოისობით, მხოლოდ მამაკაცებმა მიიღეს. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ასე გამოიყურებოდა: ლიხტენშტეინელ მამაკაცთა 51%-მა მხარი დაუჭირა „სუსტი სქესის” წარმომადგენელთა მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო 49% წინააღმდეგი გამოვიდა. შედეგად, 1986 წელს გასამართი მომდევნო არჩევნები პირველი გახლდათ ლიხტენშტეინის ისტორიაში, რომელშიაც ქალებმა სრულუფლებიანი მონაწილეობა მიიღეს. – (ავტორი გენია.ჯი)