ერნესტ ჰემინგუეი – „ეპიზოდი”
ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ დიდი ნობელიანტი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები), ნადირობასა და თევზაობაზე ფანატიკურად შეყვარებულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) შინაური ცხოველებისაგან განსხვავებით, იგი გარეული ცხოველების მიმართ ყოველთვის გულგრილ დამოკიდებულებას იჩენდა, რის გამოც მათზე ნადირობისაგან არასოდეს იკავებდა თავს. ასეთივე დამოკიდებულება გააჩნდა ლიტერატორს თევზაობის მიმართაც. ჰემინგუეის თევზაობა ზღვებსა და ოკეანეებში უყვარდა განსაკუთრებით. ამიტომაც შეისყიდა მან კატერი, რომელზედაც გაგიკვირდებათ და, ხელის ტყვიამფრქვევი დააყენა, რათა ზღვებსა და ოკეანეებში მობინადრე ზვიგენების თავდასხმებისაგან საკუთარი თავიც დაეცვა და ნადავლი თევზიც. საინტერესოა ის გარემოება, რომ ერთ-ერთი თევზაობის ჟამს ერნესტმა მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა: მან სულ რაღაც ერთ დღეში ერთბაშად 7 უზარმაზარი მოცულობის მქონე იალქნოსანი თევზი დაიჭირა! გარდა ამ უსწრაფესი თევზისა, ჰემინგუეის 100 კილოგრამამდე სიდიდის ზვიგენიც ჰყავდა მონადირებული თავის დროზე.
აფრიკის კონტინენტზე ნადირობის მოყვარული ამერიკელი ლიტერატორის ანგარიშზე ასევე ირიცხებოდა – 3 მოკლული ლომი, 27 ანტილოპა და 1 გარეული კამეჩი, რაც დამეთანხმებით, რომ მართლაც შესაშური ნადავლი გახლავთ ნებისმიერი მონადირისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)