ოსიპ მანდელშტამი – „მოცემული მაქვს მე სხეული, რა ვქნა, რა ვუყო?”
მოცემული მაქვს მე სხეული, რა ვქნა, რა ვუყო?
ასე მთლიანი, ასე ჩემი, ვის რა გავუყო?
მისთვის რომ ვსუნთქავ და ცოცხალი კაცი მქვია მე,
მითხარი მაინც, ვის ვუმადლო მე ეს სიამე?
* * *
მე ვარ მებაღეც და ყვავილიც გაშლილი ფართოდ,
ამ სამყაროულ ბნელ დილეგში მე არ ვარ მარტო.
მარადისობის მინებს ორთქლად დაეფინება,
ეს ჩემი სითბო, ჩემი სუნთქვის ჩუმი დინება.
* * *
გამოისახვის მასზე რაღაც ნაზი ხატება,
რომლის შეცნობა შესაძლებელს აღემატება.
დაე, ედინოს მას დრო-ჟამი, ნალექის მსგავსი,
მაინც ვერასდროს ჩამორეცხოს ეს ნაზი ხაზი.