ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის ინგლისელი კლასიკოსი – ჩარლზ დიკენსი (1812-1870 წლები), ფრინველების განსაკუთრებულად მოყვარულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც ჰყავდა ხოლმე ხშირად მას სახლში ამა თუ იმ სახეობის, მათ შორის, მოშინაურების მხრივ ერთობ არასტანდარტული ფრინველების გვარის წარმომადგენლებიც. ასე მაგალითად: ერთი პერიოდის განმავლობაში დიკენსის საყვარელ არსებას წარმოადგენდა – ყვავი, რომელსაც პატრონმა სახელად – „გრიპი” შეურჩია. ცნობილი ფაქტია, რომ თუთიყუშების მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვების სათანადოდ ათვისების უნარი ყვავებსაც გააჩნიათ. ამ მხრივ, ჩარლზის მიერ მოშინაურებული ყვავი ძალიან გამოირჩეოდა, რადგან ამ გონიერ ფრთოსანს ლექსიკის დიდი მარაგი გააჩნდა (მოგვიანებით მწერალმა „გრიპი” თავის ერთ-ერთ ლიტერატურულ ქმნილებაში – „ბარნები რაჯი”-შიც წარმოგვიდგინა). თუმცა, დიკენსისდა სამწუხაროდ, ყვავი საღებავების გადაყლაპვამ იმსხვერპლა, რამაც დიდი სულიერი ტრამვა მიაყენა მწერალს.
„გრიპი”-ს სიკვდილის შემდგომ, ინგლისელმა ლიტერატორმა სულაც ორი ფრინველი მიიყვანა სახლში. მათ შორის ერთი იყო ისევ ყვავი, ხოლო მეორე კი – არწივი.
კიდევ უფრო მოგვიანებით, დიკენსების ოჯახში ბინა დაიდო მორიგმა მოშინაურებულმა ყვავმა, ვისაც მწერალმა წინა ორი ყვავის მსგავსად, სახელად ისევ – „გრიპი” შეურჩია. ჩარლზის ვაჟიშვილის გადმოცემით, იგი იმდენად ძლიერი და თავხედი გამოხდომებით გამოირჩეოდა თურმე, რომ მისი თვით დიდი და ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე – მასტიფის სახეობის ძაღლსაც კი ეშინოდა.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, „გრიპს” დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია გენიალურ ამერიკელ ლიტერატორზე – ედგარ ალან პოზე. მას სწორედ აღნიშნული ფრთოსნის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფს დაუწერია თავისი უკვდავი ლექსი – „ყორანი”. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პომ ჩარლზი 1842 წელს გაიცნო, ლექსი „ყორანი” კი ავტორმა გენიალური ინგლისელი მწერლის გაცნობიდან სამიოდე წელიწადში (1845 წელს) შეთხზა. – (ავტორი გენია.ჯი)