ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”

„მრისხანედ” წოდებული გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფე, პირსისხლიანი და დაუნდობელი დესპოტი – ივანე IV (1530-1584 წლები), ვისაც თავისი ერუდირებულობის გამოისობით ძალიან უყვარდა არგუმენტირებული პოლემიკების გამართვა ამა თუ იმ საკითხზე ინტელექტუალ ქვეშევრდომებთან, მიუხედავად ღრმადმორწმუნეობისა, მაინც საშინლად ექვემდებარებოდა ცრურწმენებს. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: წიგნის კითხვის მოყვარული მონარქი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ სარკეს გააჩნდა განსაკუთრებული უნარი ზემოქმედებისა იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მასში იყურებოდნენ. ამიტომაც ცდილობდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კერძო ბიბლიოთეკის მფლობელი ივანე, რომ მის პირად მფლობელობაში არსებული სარკეებით არავის ესარგებლა არასდროს, გარდა თავად მონარქისა. შედეგად, სახელოსნოში, სადაც სპეციალურად მისთვის ამზადებდნენ სარკეებს, მხოლოდ და მხოლოდ ბრმა ოსტატები იყვნენ დასაქმებულნი. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ისედაც თვალში სინათლე დაშრეტილ ოსტატებს მუშაობა სრულ სიბნელესა და წყვდიადში უხდებოდათ. ამასთანავე, უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული სახელოსნოს ადგილმდებარეობაც თვით მეფის უახლოესი ადამიანებისთვისაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>