„საპირფარეშოს საერთაშორისო დღე” – (ეპიზოდი)
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ სინგაპურის რესპუბლიკაში ერთობ დიდი და სერიოზული ყურადღება ექცევა საზოგადოებრივი საპირფარეშოების სისუფთავეს. საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია უცილობლად ჩარეცხოს წყლით უნიტაზი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ადმინისტრაციულ სასჯელს დაექვემდებარება, რადგან ასეთი ქმედება ამ გლობალურ ქალაქ-სახელმწიფოში, არც მეტი და არც ნაკლები, – დანაშაულთან ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი) საზოგადოებრივი საპირფარეშოების მიმართ სინგაპურის ხელისუფლების განსაკუთრებული დამოკიდებულება ასევე კარგად ჩანს აღნიშნული ქვეყნის მთავრობის მიერ მსოფლიო ქვეყნებისათვის შეთავაზებულ შემდეგ წინადადებაშიც: რამდენიმე წლის წინათ სინგაპურმა „გაერო”-ში შეიტანა რეზოლუცია იმის შესახებ, რომ 19 ნოემბერი ოფიციალურად გამოცხადებულიყო მსოფლიოს მასშტაბით – „საპირფარეშოს საერთაშორისო დღედ”. საყურადღებოა, რომ სინგაპურის ხელისუფლების წინადადებას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა. შედეგად, „გაერო”-მ მიიღო გადაწყვეტილება – ყოველი წლის 19 ნოემბერი „საპირფარეშოს საერთაშორისო დღედ” გამოცხადებულიყო ოფიციალურად. ის კი არადა, 2001 წლის 19 ნოემბერს სინგაპურში დაარსებული იქნა „საპირფარეშოთა საერთაშორისო ორგანიზაცია”, რომელიც დღემდე განაგრძობს აქტიურ ფუნქციონირებას. – (ავტორი გენია.ჯი)