იცით თუ არა, რომ?!
1. ყოველდღიურად ინდოეთში – 4 700 დასახელების გაზეთი გამოიცემა 300 ენაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დედამიწაზე სულ ორი სახეობის ძუძუმწოვარა არსება ბინადრობს, რომლებიც კვერცხს დებენ – იქედნე და იხვნისკარტა. ბუნებრივ პირობებში ორივე მათგანი მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზეა გავრცელებული.
* * *
3. XVI საუკუნეში მოღვაწე ექსტრავაგანტული გამოხდომებით ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი დანიელი სწავლულის – ტიხო ბრაგეს სახლში ბინა ჰქონდა დადებული ისეთ წყვილჩლიქოსან ცხოველს ირმისებრთა ოჯახიდან, როგორიც გახლავთ – ლოსი.
* * *
4. ესპანური ენა დაახლოებით 4 000 არაბულ სიტყვას შეიცავს.
* * *
5. კულინარიასა და ბალეტში ძირითადად და უმეტესწილად ფრანგული ტერმინები გამოიყენება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. არქიტექტურა – 1908-1948 წლებში ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა.
* * *
7. 2013 წლამდე ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ქვეყნის – ლიბიის ოფიციალური სახელწოდება გახლდათ – ალ-ჯუმაჰირია ალ-არაბია ალ-ლიბია აშ-შაბია ალ-იშტირაკია ალ-უზმა.
* * *
8. ფილიპინების არქიპელაგი – 7 641 კუნძულისაგან შედგება.
* * *
9. ქაღალდის წარმოება ევროპის მასშტაბით, პირველად იტალიაში დაიწყო 1154 წელს, რის შემდგომცა იგი ჯერ გერმანიაში გავრცელდა, შემდგომ კი ინგლისში.
* * *
10. სულ ჩვენს პლანეტაზე 24 საათობრივი სარტყელი არსებობს. – (ავტორი გენია.ჯი)