რიჩარდ ნიქსონი – „ეპიზოდი”
აშშ-ის რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ ნიქსონი (1913-1994 წლები), ვისი კარიერაც საყოველთაოდ ცნობილ „უოტერგეიტის სკანდალს” შეეწირა, მრავალმხრივი და უზადო მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) იგი ხუთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას ფლობდა დიდებულად. მათ შორის იგი პროფესიონალურ დონეზე უკრავდა – ფორტეპიანოზე, საქსაფონზე, კლარნეტზე, აკორდეონსა და ვიოლინოზე. ცნობილი ფაქტია, რომ ძალაუფლების უზომოდ მოყვარე პრეზიდენტმა თეთრ სახლში სტუმრად მყოფი ჰერცოგი ელინგტონის დაბადების დღის აღსანიშნავად, ფორტეპიანოზე შეასრულა ეგზომ პოპულარული მუსიკალური კომპოზიცია – „Happy Birthday”. ხოლო ნეშვილის შტატში ყოფნის ჟამს კი საკუთარი მეუღლის საპატივცემულოდ, დამსწრე საზოგადოების წინაშე შეასრულა მუსიკალური ვერსია, სახელწოდებით – „Grand Ole Opry”. – (ავტორი გენია.ჯი)