ენცო ფერარი – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული იტალიელი კონსტრუქტორი, მეწარმე და საავატომობილო კომპანიის – „ფერარი”-ს დამაარსებელი – ენცო ფერარი (1898-1988 წლები), ვისაც 1956 წელს 24 წლის ასაკში მყოფი ვაჟიშვილი – დინო ფერარი კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოეცელა ხელიდან, ერთობ თავშეკავებული ბუნებითა და იზოლირებული ცხოვრების წესით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, იგი კლაუსტროფობიით (ჩაკეტილი სივრცის შიში) იყო შეპყრობილი, რის გამოც არასოდეს უსარგებლია ლიფტით და არც არასოდეს უფრენია თვითმფრინავით. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იტალიური მანქანათმშენებლობის პიონერი ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, იტალიის დედაქალაქ რომში არასოდეს ჩასულა. „მარადიულ ქალაქს” იგი მხოლოდ ტელევიზიითა და ფოტოსურათებით იცნობდა.
1982 წლის 8 მაისს ენცო კიდევ ერთი ტრაგიკული მოვლენის მოწმე გახდა: მორიგი ავტორბოლის მიმდინარეობისას ავარიას ემსხვერპლა ფორმულა 1-ის კანადელი პილოტი – ჟილ ვილნევი (ფორმულა 1-ში მომავალი მსოფლიო ჩემპიონის – ჟაკ ვილნევის მამა), რომელიც 6 წლის განმავლობაში გამოდიოდა „ფერარი”-ს ბოლიდებით. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ თავზარი დასცა გენიალურ იტალიელ კონსტრუქტორს. მან პირად ტრაგედიად მიიღო ვილნევის ტრაგიკული გარდაცვალება, რასაც ისიც მოწმობს, რომ უდროოდ დაღუპული ავტომრბოლელის სურათები ოფისისა და საკუთარი სახლის კედლებზე ჰქონდა ჩამოკიდებული თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპამდე. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟილ ვილნევი