„დამაკვირდი”

„წმინდა სიყვარული, უანგარო მეგობრობა, უმწიკვლო ადამიანი, ქალწული ქალი, თავდადება… ახლა ზოგიერთს ეცინება ამ სიტყვების გაგონებაზე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოზარდი თაობის გონება ხნულია, რომელშიაც შეიძლება იმისთანა საუცხოვო ყვავილი მოვიყვანოთ, რომ მისი სურნელება ცასაც ახარებდეს და დედამიწასაც”.

* * *

„რაც იცი, ის უნდა გამოიყენო კიდეც”.

* * *

„ღმერთო, რა მამაცი უნდა იყოს ადამიანი, რომ თავისი დღენი შრომაში გაატაროს და ჯილდოს კი მარტოდმარტო საიქიოს ელოდეს?”

* * *

„სამწუხაროდ, ასეც ხდება: სამართალი იმისია, ვინც მეტ ქრთამს გაიღებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გამაძღარი გლეხი ძნელი საპოვნელია”.

* * *

„ხდება ხოლმე: რასაც ერიდება კაცი, სწორედ ის დახვდება ყველგან”.

* * *

„თეთრი ყვავების დრო წავიდა. ახლა ყველა ყვავი შავი უნდა იყოს, თორემ სიცილს დააყრიან”.

* * *

„ღმერთო, რაგვარ ამცირებს ადამიანს სიღარიბე!”

* * *

„პირველი ყვავილობა მუდამ რაღაც შორეულსა და სამუდამოდ დაკარგულს მოგვაგონებს: ან ბავშვობას გაგვახსენებს, ან პირველ სიყვარულს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება