ალა პუგაჩოვა – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი რუსი პრიმადონას – ალა პუგაჩოვას მშობელი მამა – ბორის პუგაჩოვი, ვინაც მეორე მსოფლიო ომში მიმდინარე ერთ-ერთ ბრძოლაში ცალ თვალს გამოეთხოვა, კომუნისტურმა რეჟიმმა კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა 1963 წელს. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ხრუშჩოვმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, რასაც ისიც კარგად მოწმობს, რომ მარტო 1962-1963 წლებში ქვეყნის მასშტაბით 163 კორუფციაში მსჯავრდებულს გამოუტანეს განაჩენად – სიკვდილით დასჯა. ამ შემთხვევაში ბორისს მართლაც რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ფეხსაცმელების მწარმოებელი ფაბრიკის დირექტორს სასამართლომ  მხოლოდ სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ისიც სრულყოფილად არ მოუხდია. მაშინ ალას არსებობა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის და ვერც ვერაფრით შეძლო გასაგები მიზეზების გამო მამის დახმარება, თუმცა, როგორც კი პუგაჩოვამ ესოდენ დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწია ესტრადის სცენაზე, უმალვე მშობლის შელახული რეპუტაციის აღდგენას შეუდგა. რიგი შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, ალამ მამის სახელის რეაბილიტირებას ოფიციალურად მიაღწია სახელმწიფო დონეზე.

ბორისი 1982 წელს გარდაიცვალა, რაც ძალიან რთულად გადასატანი მოვლენა აღმოჩნდა მისი პოპულარული ქალიშვილისთვის (მისი გარდაცვალების დროს, პრიმადონა 33 წლის ასაკში იმყოფებოდა). ქალიშვილისთვის, რომელიც ყოველთვის აღნიშნავს, რომ სწორედ მამისგან ისწავლა – არასოდეს, არასოდეს რომ არ უნდა დანებდეს გაჭირვებას! – (ავტორი გენია.ჯი)

ბორის პუგაჩოვი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>