ჯო ბაიდენი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი, ვინაც საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა ჯერ კიდევ 1988 წელს წამოაყენა პირველად (თუმცა პლაგიატში დადანაშაულების გამოისობით შემდგომ იძულებული შეიქნა მოეხსნა), გენიალური ძველბერძენი ორატორის – დემოსთენეს მსგავსად, ბავშვობის ჟამს ძალიან უკიდებდა ენას. ასე რომ ვთქვათ, ენაბრგვილი იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დეფექტის გამო ბაიდენს ყოველთვის უჭირდა ურთიერთობის აწყობა თანატოლებთან. ამ მხრივ მას განსაკუთრებით უილმონგტონის სკოლაში სწავლის პერიოდში გაუჭირდა, რადგან იგი ხშირად ხდებოდა ხოლმე დაცინვის ობიექტი თანაკლასელების მხრიდან. ის კი არადა, ბაიდენი იმდენად უკიდებდა ენას, რომ მას პედაგოგთა ნაწილიც კი დასცინოდა მაშინ.
თავმოყვარეობაშელახულ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს იმთავითვე გამოარჩევდა შეუპოვარი ბუნება და სწორედ რომ მისი შეუპოვრობის შედეგად დასძლია მოგვიანებით მან ეს დეფექტი. იმისათვის, რომ მეტყველება როგორმე გამოესწორებინა, ჯო ყველასაგან დამოუკიდებლად ვარჯიშობდა მეტყველებაში მასიურად სარკის წინ. ხშირად ასეთი სახის ვარჯიში საათების განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. თუ რა შედეგს მიაღწია ბაიდენმა თავისი შეუპოვარი ბუნებით, ყველასათვის კარგად არის ცნობილი დღეს. – (ავტორი გენია.ჯი)