ჰენრი ფორდი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, პირველი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით, ვისზედაც ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცა, გენიალური გერმანელი გამომგონებელი – კარლ ბენცი გახლდათ. აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, პირველი მართვის მოწმობის მფლობელად, ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მეწარმე - ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები) იქცა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ინოვაციური თვითმავალი სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღებაში ჰენრის დიდი დახმარება გაუწია დეტროიტის ქალაქის მერმა, რომელმაც იმავე ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელთან გაუწია პროტექცია ფორდს. აქვე საყურადღებოა ისიც, რომ სწორედ ჰენრი იყო ის პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინაც 1889 წელს წამოაყენა წინადადება, მართვის მოწმობები მოქალაქეებისათვის მხოლოდ და მხოლოდ – გამოცდების ჩატარების შედეგად გადაეცათ. ამ შემთხვევაში ნიშანდობლია, რომ ისეთ ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოში, როგორიც ინგლისია, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდების ჩაბარება საკმაოდ გვიან დაიწყო. კერძოდ – 1934 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)

კარლ ბენცზე გაცემული პირველი მართვის მოწმობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>