მდინარე ჰუალაი (მსოფლიოში ყველაზე ვიწრო მდინარე)

მსოფლიოში ყველაზე ვიწრო კალაპოტის მქონე მდინარის სტატუსს მონღოლეთში არსებული მდინარე - ჰუალაი ინარჩუნებს დღემდე. სათავეს ბუნებრივ კალაპოტში მოქცეული ეს უჩვეულო წყლის ნაკადი, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში, კერძოდ კი – ჰეშიგტენ-ცის ოლქში იღებს წყალქვეშა დინებებიდან და ჩაედინება დალაი-ნურის ტბაში. (ავტორი გენია.ჯი) მდინარის სიგრძე – 17 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 50 სანტიმეტრს უტოლდება. აი, სიგანით კი ის მართლაც რომ ყველა დედამიწაზე არსებული ყველა სხვა მდინარისაგან გამოირჩეულია: ჰუალაის საშუალო სიგანე არც მეტი და არც ნაკლები, სულ რაღაც – 15 სანტიმეტრს შეადგენს და, მიუხედავად ასეთი ვიწრო სიგანისა, მასში თევზები მაინც ბინადრობენ. ექსპერტთა დასკვნით, ჰუალაი 10 000 წლის წინათ წარმოიშვა. თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ფართო მდინარის – ამაზონის ასაკს, რომელიც 9 მილიონი წლით განისაზღვრება, აღნიშნული მდინარე მართლაც რომ მეტად ახალგაზრდად გამოიყურება მის ფონზე. – (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>