ჯოაკინო როსინი – „ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი კომპოზიტორი – ჯოაკინო როსინი (1792-1868 წლები), იუმორის ერთობ უცნაური გრძნობით გახლდათ დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) იგი არა მხოლოდ ცხოვრებაში გამოირჩეოდა ადამიანისათვის დამახასიათებელი ამ დიდებული გრძნობით, არამედ მუსიკაშიც კი. 39 ოპერის, მათ შორის ეგზომ პოპულარული „სევილიელი დალაქის” ავტორი საკუთარ მუსიკალურ ნაწარმოებებს ისეთ იუმორისტულ სახელებს არქმევდა, რომლებიც მართლაც რომ გაოცებას იწვევს. ასე მაგალითად: მის ერთ-ერთ კომპოზიციას სახელწოდებად კომპოზიტორმა – „ჩემი დილის ჰიგიენური პრელუდია” შეურჩია. თუმცა უცნაური სახელწოდებებით მარტო აღნიშნული მუსიკალური ქმნილება არ გამოირჩეოდა, რადგან როსინის შემოქმედებაში ასევე არსებობდა სხვა უცნაური სახელწოდებების მქონე ნაწარმოებებიც – „ასთმატური ეტიუდი”, „ოთხი კერძი და ოთხი დესერტი”, „ტკივილგამაყუჩებელი მუსიკა – პრელუდია ფორტეპიანოსთვის”, „კრუნჩხვითი პრელუდია” და სხვა. – (ავტორი გენია.ჯი)