ჰორონიუსი – „ეპიზოდი”

მას შემდეგ, რაც 410 წელს ვესტგუთებმა (ბარბაროსებმა) ალარიხის მეთაურობით „მარადიულ ქალაქს” შემოარტყეს ალყა, დასავლეთ რომის ყოვლად უგერგილო იმპერატორმა – ჰორონიუსმა (384-423 წლები) რომი თავისი მოსახლეობის ჩათვლით ლაჩრულად შეატოვა ხელში მტრის ურდოებს და ემილია-რომანიაში არსებულ ქალაქ – რავენას შეაფარა თავი (მალევე აღნიშნული ქალაქი მან იმპერიის დედაქალაქის სტატუსითაც აღჭურვა). (ავტორი გენია.ჯი) ალყაშემორტყმული დედაქალაქიდან რავენაში ჰორონიუსი მხოლოდ ქვეშევრდომებთან ერთად არ გაქცეულა. მან თან წაიყვანა მისთვის სათაყვანებლად ქცეული მამალიც, რომელსაც ბედის ირონიით, იმპერატორმა თავის დროზე სახელად სწორედ რომ – „რომი” უწოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, უპატრონოდ დაგდებული „მარადიული ქალაქი” ბარბაროსებს დანებდა და საშინელი განადგურების მსხვერლი შეიქნა. რომისათვის ეგზომ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის მიმდინარეობისას, იმის ნაცვლად, რომ ჰორონიუსს დამპყრობელთა წინააღმდეგ შესატვისი ზომები მიეღო, იგი საყვარელი მამლით ირთობდა თავს. მამლით, რომელიც ერთობ გაფეტიშებული ჰყავდა მას.

დედაქალაქის სავალალო დაცემა იმპერატორს ერთ-ერთმა შეშფოთებულმა ქვეშევრდომმა შემდეგი სიტყვით აუწყა: „ – ჰონორიუს, რომი გარდაიცვალა!”

იმპერატორმა „რომის გარდაცვალებაში” მისი საყვარელი მამლის სიკვდილი იგულისხმა და არა დედაქალაქის დაცემა. „ – ოჰ, ეს რა საშინელება მამცნეთ! – წამოიძახა უკიდურესად აღელვებულმა ჰორონიუსმა, – მე ხომ მას საკუთარი ხელით ვკვებავდი! ვინ გაბედა ჩემი საყვარელი მამლის საკვების მოწამვლა?”

თუმცა, მას შემდეგ, რაც მან სიმართლე გაიგო და გაიგო ისიც, რომ მისი საყვარელი ფრთოსანი ფრინველი ცოცხალი და საღ-სალამათი იყო, იგი დამშვიდდა. თუმცა-კი ქვეშევრდომს უბრძანა, რომ ისეთი „წრილმანი” ინფორმაციით, როგორიც დედაქალაქის დაცემა იყო, მომავალში იმპერატორი აღარ შეეწუხებინა და უმალ გაეშურა საყვარელი მამლის მოსანახულებლად. – (ავტორი გენია.ჯი)

ჰორონიუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>