ჯორჯ ვაშინგტონი – „ეპიზოდი”

„მიწათმოქმედება ჩემთვის ყოველთვის უსაყვარლესი საქმიანობა იყო. მიმაჩნია, რომ ადამიანისათვის ბევრად უფრო სასარგებლო და სასიამოვნოა თავისი საველე მეურნეობის სასურველ ფორმაში მოყვანა და დახვეწა, ვიდრე ცარიელი დიდება, რომელსაც იგი ბრძოლის ველზე მოიპოვებს ხოლმე უწყვეტი გამარჯვებებით”. – აღნიშნული სიტყვების ავტორი გახლავთ სოფლის მეორნეობაზე, მიწათმოქმედებასა და მებაღეობაზე უზომოდ შეყვარებული ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პირველი პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1790 წლები). (ავტორი გენია.ჯი) სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ, აშშ-ის მომავალი მმართველი საკუთარ მამულში დაბრუნდა მაუნტ-ვერონში, რა დროსაც ერთობ სერიოზულად დაკავდა აგრონომიით. მან თავის მიწაზე აქტიურად დაიწყო ხორბლისა და თამბაქოს მოყვანა; გააშენა ვენახები; ფართოდ ეწეოდა კანაფის კულტივირებას; მოაშენა ჯორების რემა და, მაშინ, როდესაც გამოჩენილ ადამიანებს საჩუქრებად ეგზოტიკურ ცხოველებს უძღვნიდნენ მათდამი პატივისცემის ნიშნად, ვაშინგტონს ვირებსა და ჯორებს უგზავნიდნენ საჩუქრების სახით. თუმცა, 1787 წელს მიწათმოქმედებაზე ესოდენ შეყვარებული კაცი იძულებული გახადეს პოლიტიკას დაბრუნებოდა, რასაც ასე ეწინააღმდეგებოდა მისი მეუღლე – მარტა ვაშინგტონი.

ამბობენ, მან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ფრანგული წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – ჟილბერტ ლაფაიეტმა მიმართა თხოვნით – „ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, თავი არ აარიდოთ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის აღსრულებას. მხოლოდ თქვენ, ერთადერთ ადამიანს ძალგიძთ ამ პოლიტიკური მანქანის გაშვებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>