კლაივ ლუისი – „ეპიზოდი”
დიდი ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალი და ინგლისური ლიტერატურის პროფესორი – კლაივ სტეპლზ ლუისი (1898-1963 წლები), ვისაც პირველ მსოფლიო ომში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თავისი სიტყვის აღსრულებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ჩვენებურად რომ ვთქვათ – „პირგაუტეხელი, პირიანი კაცი” იყო. (ავტორი გენია.ჯი) სარაევოში განხორციელებული რეზონანსული მკვლელობის შედეგად გამოწვეული ომის მიმდინარეობისას მის ერთგულ თანამებრძოლად და მეგობრად იქცა ვინმე – პედი მური. ახლადდამეგობრებულმა თანამებრძოლებმა ერთმანეთს დაპირება მისცეს: ერთ-ერთი მათგანის დაღუპვის შემთხვევაში, ცოცხლად დარჩენილი მეგობარი ვალდებულებას იღებდა მზრუნველობა აეღო გარდაცვლილის ოჯახზე. სამწუხაროდ, პედიმ თავისი აღსასრული სწორედ რომ იმ ომში ჰპოვა. იგი ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. ლუისი კი საბედნიეროდ, უვნებელი დაუბრუნდა ოჯახს.
სამშობლოში დაბრუნებულმა ლუისმა მეგობრისთვის მიცემული პირობა კაცურად აღასრულა. იგი მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ერთგული დარჩა თავისი სიტყვისა: ჩრდილოეთ ირლანდიელ ლიტერატორს მზრუნველობა არ მოუკლია პედის ასაკოვანი დედისა და მისი ოჯახისათვის. ის კი არადა, კლაივს მაშინაც არ შეუწყვეტავს ყოველდღიური ურთიერთობა და სტუმრობა ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობრის დედასთან – ჯეინ მურთან, როდესაც „ნარცისის ქრონიკები”-ს ავტორი დემენციის საშინელი სენით დაავადდა (მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მსჯელობისა და მეხსიერების პრობლემები უჩნდება). – (ავტორი გენია.ჯი)