ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რუსი ლიტერატორი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები), ვინაც ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე ვეგეტარიანელობას მიანიჭა უპირატესობა, ადრეულ წლებში გემრიელი კერძების განსაკუთრებულად მოყვარულ პიროვნებას წარმოადგენდა. ჭამის უზომო მადით გამორჩეული მწერალი ხშირად იღებდა დიდი რაოდენობით ნოყიერ საკვებს, რის გამოც ზედმეტი წონის (სიმსუქნის) პრობლემების წინაშე იდგა დღენიადაგ. ამ თვისების გამო ტოლსტოი ყოველთვის საყვედურობდა ხოლმე საკუთარ თავს, მაგრამ გემოთმოყვარეობის მაცდურ გავლენას მაინც ვერაფრით ვერ ერეოდა დიდი ხნის განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) „დღეს ძალიან ბევრი ვჭამეო”, – ხშირია ასეთი სახის ჩანაწერები მის ადრინდელ დღიურებში.
ტოლსტოის რძალი – ოლგა დიტერიხსი, თავის ერთ-ერთ მოგონებაში მამამთილის ტრაპეზს შემდეგი სიტყვებით აღწერდა – „ყოველი ტრაპეზის ჟამს ლევი სამ ბოთლ კეფირს, ხუთ კვერცხს, სამ თეფშ შვრიის ფაფას, უხვად ბრინჯის პიურეს, ღვეზელებსა და დიდი რაოდენობით ლიმონათს შეექცეოდა. ბოლოს კი ყავასაც გეახლებოდათო”.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტოლსტოის განსაკუთრებით მაინც ისეთი ტრადიციული რუსულ-უკრაინული კერძი უყვარდა, როგორიც გახლავთ – ბლინები. ლიტერატორის მეუღლის – სოფიას მტკიცებით, მის ქმარს შეეძლო ვახშამზე 30 ბლინიც კი შეეჭამა. და, რადგანაც კარგად უწყოდა ქმრის გურმანი თვისება, ქალმა სპეციალურად შეადგინა სამზარეულო წიგნი, სახელწოდებით – „ლევისათვის”, რომელშიაც ყველაზე დიდი ადგილი სწორედ რომ „ტოლსტოის საფირმო ბლინების” დამზადების რეცეპტებს უკავიათ. სულ წიგნში 4 ასეთი რეცეპტია წარმოდგენილი. – (ავტორი გენია.ჯი)