სარეცხი ფხვნილი – „ეპიზოდი”
ცნობილია, რომ საპნის მაგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენება ადამიანმა ტანისამოსის გასარეცხად ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2 800 წელს დაიყო ბაბილონში. თუმცა, როგორც ირკვევა, თანამედროვე „სარეცხი ფხვნილის” ანალოგი პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა „ველურებად” წოდებულ ინდიელებში და არა ცივილიზებულ ევროპელებში. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკის კონტინენტის მკვიდრი მოსახლეობა რეცხვისას წყალს სპეციალურ ნარევს უმატებდა. სამწუხაროდ, აღნიშნული ნარევის ქიმიური შემადგენლობა ჩვენთვის უცნობი რჩება დღევანდელ დღემდე. ამ დროს ევროპაში სარეცხი ფხვნილის ფუნქციას გახეხილი საპონი ასრულებდა. თუმცა 1876 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა და მეწარმემ – ფრიდრიხ კარლ ჰენკელმა გაყიდვაში ჩაუშვა ხელით რეცხვისათვის საჭირო პირველი „სარეცხი ფხვნილი” მსოფლიოში, რომელიც ქაღალდის სპეციალურ პაკეტებში იყო განთავსებული და, რომლის სახელწოდებაც გახლდათ – „Bleich Soda” ანუ „მათეთრებელი სოდა”.
ჰენკელის ინოვაციურმა პროდუქტმა იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა მყიდველში, რასაც ხელს მისი დაბალი ფასიც უწყობდა. 1877 წელს გერმანიის ქალაქ აახენში გაყიდვაში ჩაეშვა პირველი „თხევადი სარეცხი საშუალებაც”, რომლის ავტორებადაც – რიჩარდ ტომპსონი და ერნსტ სიგლინი მიიჩნევიან.
სარეცხი მანქანისათვის საჭირო პირველი „თხევადი სარეცხი ფხვნილი” 1907 წელს გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. „სინთეტიკური სარეცხი ფხვნილი” კი 1916 წელს გამოიგონეს ქიმიკოსებმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრდირიხ კარლ ჰენკელი