ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს…
„არ მინდა თქვენს კაბინეტებში, ან შტაბის შესასვლელებში ჩემი პორტრეტი ეკიდოს. პრეზიდენტი არ არის ხატი და კუმირი. ჩამოკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ მათ თვალებში შეხედეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმჯობესია, კატა იყოთ ტომარაში, ვიდრე მგელი – ცხვრის ტყაში გახვეული”.
* * *
„რა არის გეგმა „ბ”, მაშინ როდესაც ჩვენ მთელი ცხოვრება გეგმა „ა”-თი ვცხოვრობთ?!”
* * *
„როდესაც პრეზიდენტად ამირჩევენ, თავდაპირველად – ჭუჭყით გამსვრიან, შემდეგ – დამაფასებენ, ბოლოს კი ატირდებიან – როდესაც წავალ”.
* * *
„არასოდეს არ დაამციროთ ადამიანი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუკი უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი ევროკავშირს შეუერთდებიან, შესაძლოა მივიღოთ – „ევროკავშირის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა”.
* * *
„მე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მე მხოლოდ ორად-ორი მოზარდი მმართავს სრულყოფილად – ჩემი შვილები”.
* * *
„დონბასში თითოეული ჩვენგანი იღუპება. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ თითოეულ ჩვენგანს”.
* * *
„მე ბანდიტებთან მოსალაპარაკებლად ერთ მაგიდასთან არ ვჯდები”.
* * *
„მე თქვენი ოპონენტი არა ვარ – მე თქვენი განაჩენი ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)