აუგეს თუ არა ქრისტიანულად წესი სულაძაღლებულ – ვლადიმერ ლენინს?
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სულაძაღლებულმა რუსმა რევოლუციონერმა – ვლადიმერ ლენინმა (1870-1924 წლები) დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანულ რელიგიას. (ავტორი გენია.ჯი) ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიებების ფარგლებში 1922 წელს საბჭოთა სასამართლოს განსახილველად გადაეცა რუსეთის პატრიარქის – ტიხონის სისხლის სამართლებლივი საქმე. 1924 წელს კი დღემდე მოსკოვის ჩაჩირქებულ მავზოლეუმში ჩაბალზამებულმა ანტიქრისტემ „ჭირი მოჭამა” და ამიერს ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული გამოეთხოვა. იმ პერიოდისათვის ქრისტიანული ეკლესია უკვე დიდი სქიზმის ქვეშ იმყოფებოდა. ლენინის სულის ამოხდომამდე ექვსიოდე თვით ადრე, ტიხონი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და, როდესაც იგი „აძაღლდა”, დღის წესრიგში დადგა მისთვის ქრისტიანულად წესის აგების საკითხი, პატრიარქმა ტიხონმა (ვისაც საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში შევლა არამც და არამც არ სურდა) გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვაში” 1924 წლის 25 იანვარს შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:
„გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით სამძიმარი გამოვუცხადო საბჭოთა ხელისუფლებას და გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება ესოდენ დიდი დანაკარგის გამო. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად მე და ლენინი ძალიან შორს ვიდექით ერთმანეთისგან, მეუბნებიან, რომ იგი ჭეშმარიტად ქრისტიანული სულის ადამიანი იყოო.
მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკის თანახმად, ქრისტიანულად წესის აგების აღსრულება იმ ადამიანის მიმართ, ვინაც განკვეთილია ეკლესიისგან, დაუშვებელია.
ასე იყო მაგალითად ლევ ტოლსტოის შემთხვევაში. ვლადიმერ ილიას ძე კი ეკლესიიდან განკვეთილი არ ყოფილა. შესაბამისად, მისთვის წესის აგება დასაშვებია.
მე მივიჩნევ, რომ ლენინის, მისი ოჯახისა და ახლობლებისათვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნებოდა პანაშვიდებში მონაწილეობა მიეღოთ სასულიერო პირებს, რადგან მას არასოდეს გამოუთქვამს სურვილი სამღვდელოებას გაეცილებინა მისი ცხედარი უკანასკნელ გზაზე”.
აქვე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ განცხადების ბოლოში გაკეთებული წერილის ავტორის ვინაობა შემდეგი სახით გახლდათ მითითებული: „ყ. პატრიარქი ტიხონი”, ანუ „ყოფილი პატრიარქი ტიხონი”.
შედეგად, საბჭოთა პროლეტარიატის პირსისხლიანი ბელადი ისე „ჩაადუღეს” მავზოლეუმში, რომ მისთვის ქრისტიანულად წესი სამღვდელოებას არ აუგია. – (ავტორი გენია.ჯი)
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი – ტიხონი