რეზო ინანიშვილი წერდა…
„ჭკვიანი კაცი არსად დაიღუპება, უჭკუომ რა ქნას თორემ, ჭკვიანი კაცი ყველგან ნახავს გამოსავალს”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საოცარია, თანამედროვე მეცნიერების პირობებში, ურთულესი აპარატურის გამოყენებით გვიჭირს ამინდის წინასწარ გამოცნობა, ბებიაჩემმა კი ზუსტად იცოდა ყველაფერი. მთვარემ ჩუპე ჩამოუშვა, სამ დღეში გაავდრდებაო, ქვენა ნიავი და ზენა ნიავი ერთმანეთს შეხვდნენ, ქვენამ აჯობა, თოვლი მოვაო. ცეცხლი წყრება, ალი ღუმელში არ ეტევა, ქარი ამოვარდებაო. კატამ ბანვის დროს ყურზე თათი ჩამოისვაო, მერცხლები დაბლა დაფრინავენო, ცხვირის წვერი მიფრინავსო… კიდევ მოდის ვიღაც”.
* * *
„ეჰ, ვინ რაღას კითხულობს ახლა?!”
* * *
„ყველაზე მეტად მე მაინც გვიანი შემოდგომა მომწონს. საოცრებაა ყვითლად აბრიალებული ხეები! მაგრამ მე ისინი მაშინაც მიყვარს, ფოთლები რომ დასცვივათ და უკვე კვირტებდაბერილი წვრილი ტოტებით მკვეთრად დაიხატებიან ცაზე. არ და მიჯერებთ და, მე ეკლებიც მიყვარს, – ყოველთვის ღიმილს მგვრის მათი მოყვანილობა. ისინი სწორედ ისე არიან მოღუნულნი, რაც შეიძლება მარჯვედ გამოგედონ. იქნებ რა უნდათ, რატომ გებღაუჭებიან, რა აქვთ სათქმელი?! ვდგავარ და ვუყურებ ხოლმე შიგგაბმული, მაგრამ ეკლები არასოდეს არაფერს ამბობენ”.
* * *
„ფუი, სიბერის მომგონს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემს ერთ ცრემლად არ ღირს არც ერთი ფილოსოფოსი”…
* * *
„მშობლიური კვამლიც კი ტკბილია. შუაცეცხლთან მაქვს გატარებული ჩემი ბავშვობა”.
* * *
„ცეცხლმა სასიამოვნო ფიქრები იცის”.
* * *
„წისქვილი მიყვარს”.
* * *
„ჩემი უფროსი ვერავინ იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)