“იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებიდან ილიას შესახებ”…
“ერთ მშვენიერს და ქართველებისათვის დიდად სასიამოვნო დღეს,ილია ჩვეულებრივ ხალათში გამოეწყო,თავზე ფესი მოიგდო,ჩაიკეტა კაბინეტში და პირიდგან განუგდებელი პაპიროსით მიუჯდა მაგიდას.შეიძლება ითქვას,რომ თითქმის რედაქციის ყველა თანამშრომელნი მოწმენი იყვნენ ამ შემოქმედების პროცესისა.ამასობაში გაიარა ერთმა თვემ,და იშვა ის მოთხრობა,რომელსაც “ოთარაანთ ქვრივი” ეწოდება სახელად. (ავტორი გენია.ჯი) ახლად შობილს მონათვლა უნდოდა.განუყრელი,უცვლელი ნათლია ილიას ნაწარმოებებისა დავით სარაჯიშვილი იყო; იმდენად გულუხვი,პატივისმცემელი ნათლია,რომ ნათლობასაც თვითონვე იხდიდა თავის სტუმართმოყვარე სახლში.ასე იყო მონათლული “განდეგილი”. და ამ წეს-რიგს არც ახლა გადაუდგა სარაჯიშვილი.
საღამოს რვა საათი იქნებოდა,სარაჯიშვილის ფართო,მდიდრულად მოწყობილ სახლში,სოლოლაკში,დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი.აქ იყვნენ “ივერიის” ყველა თანამშრომელი,ქართველი მწერალნი და საზოგადო მოღვაწენი.მათ შორის იყვნენ: მოხუცი პოეტი რაფიელ ერისთავი,ნიკო ნიკოლაძე,ივანე მაჩაბელი,პეტრე უმიკაშვილი და კიდევ ბევრნი სხვანი.
ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა.უნდა ითქვას,სხვათა შორის,რომ ილია კაი მკითხველი იყო.კითხვა გათავდა.ჩამოვარდა სიჩუმე. (ავტორი გენია.ჯი) ილია აღგზნებული სახით აქეთ-იქით იყურება.პირველად ხმა ამოიღო გრიგოლ ვოლსკიმ და ასე სთქვა: მაგ მოთხრობას მე “ოთარაანთ ქვრივს” კი არა “ობოლ მარგალიტს” დავარქმევდიო.და დაიწყო დიდი მსჯელობა ნაწარმოების ირგვლივ.ზოგმა დაუწუნა ილიას გიორგის სიკვდილი,ზოგმაც რა სთქვა და ზოგმაც რა.საბოლოო ჯამში ილიას ახლობელთა წრეში ხუმრობდნენ კიდეც,რომ ილიამ “ოთარაანთ ქვრივის” პერსონაჟად თავისი თავი გამოიყვანა,ოღონდ უბრალოდ კაბით შემოსაო.საბოლოო ჯამში ილიას შესანიშნავი ნაწარმოების განხილვა დიდი სუფრით დაგვირგვინდა,რომელსაც თამადად რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა.”ოთარაანთ ქვრივი” კი ქართველი ხალხის უსაყვარლეს ქმნილებადაა ქცეული და მასში მოყვანილი სიტყვები,არერთ ცნობილ “ფრთიან ფრზადაც” კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი)