კოიმბრის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – „ეპიზოდი”
პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში არსებულ - „კოიმბრის უნივერსიტეტში”, რომელიც ევროპის კონტინენტის ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს სასწავლებელად არის მიჩნეული (დაარსებული იქნა 1290 წელს), ფუნქციონირებს ბაროკოს სტილში აგებული უნიკალური ბიბლიოთეკა სახელწოდებით – „ჟუანის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა”, სადაც ტრადიციად ქცეულ ერთობ უჩვეულო წესსა აქვს ადგილი დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, აღნიშნულ ბიბლიოთეკაში დაბუდებულია ღამურების მთელი კოლონია, რომელთაც იქ ბინადრობაში ხელს არავინ უშლის. ის კი არადა, პირიქით, ხელსაც უწყობენ მათ ბიბლიოთეკაში „დაბინავებაში”. ბიბლიოთეკის თანამშრომლები ყოველ ღამით სპეციალურად აღებენ ბიბლიოთეკის ფანჯრებს, რადგან, როგორც ცნობილია, ღამურები მწერებით იკვებებიან, რითაც ისინი მავნებლებისაგან იცავენ იმ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ დოკუმენტებსა და წიგნებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი ამ დიდებული ბიბლიოთეკის თაროებზე. – (ავტორი გენია.ჯი)
კოიმბრის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა